პარიზში ქართველი ქურდი-მძარცველების ჯგუფი დააკავეს. მათ 20 ზე მეტი ქურდობა აქვთ ჩადენილი. მათთან ერთად დაკავებულია სომეხი ეროვნების მოქალაქე, რომელიც მათ მოპარულ ნივთებს ყიდულობდა.
"Le Figaro" სააგენტო France-Presse -ზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე. საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე ქურდობისთვის უკვე იხდის სასჯელს. გამოძიების მსვლელობისას დადაგინდა, რომ მათ 22 ქურდობის ჩადება ბრალდებათ.
სწორედ ამ სომეხი მოქალაქის ბინაში არის აღმოჩენილი ნაქურდალი ნივთები, რომელთა ღირებულება 2050 ევროა.