კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" მომხმარებელს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და საახალწლო აქციის ფარგლებში, საწვავზე ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს სოკარის ავტოგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით:
უმაღლესი ხარისხის საწვავი და საუკეთესო სერვისი სოკარის ყველა ავტოგასამართ სადგურზე ახლა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
ევროსტანდარტების შესაბამისი ავტოგასამართი სადგურების რიცხვმა უკვე 96-ს მიაღწია და საქართველოს ყველა რეგიონშია განთავსებული.
ISO 9001-ის სტანდარტების შესაბამისი პროდუქტი, მომსახურება და ინფრასტრუქტურა კმაყოფილს ტოვებს მომხმარებელს.
უკვე წლებია კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოს ბიუჯეტში, ნავტობპროდუქტების სექტორში, „ყველაზე მსხვილი გადამხდელის" სტატუსით სარგებლობს. წლების განმავლობაში ამ სტატუსის შენარჩუნება და უპირობო ლიდერობა კიდევ ერთხელ დადებითად მეტყველებს მისი მომხმარებლების სიმრავლესა და კმაყოფილებაზე, რაც საწვავის უმაღლესი ხარისხითა და საუკეთესო სერვისითაა განპირობებული.