სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრობლემების შესასწავლად და მოსაგვარებლად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამ საკითხზე შეთანხმება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შედგა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და 112-ის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა ტექნიკურ და შრომით პირობებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს და შესაბამისი ღონისძიებებიც დაგეგმეს. სასწრაფოს წარმომადგენლებმა ტექნიკური აღჭურვილობის განახლების გარდა, ხელფასების მატების პირობაც მიიღეს.