17 დეკემბერს, რეჟისორი ზაზა ურუშაძე ახალი მხატვრული ფილმის "მანდარინები" გადაღებას დაიწყებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ განუცხადა, მხატვრული ფილმის, "მანდარინების" სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ფილმში ომის სცენები არ არის ასახული.
ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. აფხაზეთში ცხოვრობდნენ ესტონელები, ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ურუშაძის თქმით, სწორედ იქ დარჩენილ რამდენიმე ესტონელზე მოგვითხრობს ფილმი.
ფილმში მონაწილეობენ ქართველი და ესტონელი მსახიობები, მთავარ როლებში: მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ზურაბ ბეჟანიშვილი და ლემბიტ ულფსაკი.
ფილმის გადაღება 2013 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება. გადაღებები გაიმართება გურიაში, სადაც დეკორაციით აფხაზეთის სიტუაციაა შეიქმნება.
მხატვრული ფილმი ეროვნული კინოცენტრის მიერ 250 000 ლარით დაფინანსდა.
პროდიუსერები: არტურ ვეებერი, ტატიანა მიულბეერი, ზაზა ურუშაძე წარმოება: Cinema Nouveau და MTU Otaku.
მხატვრულ ფილმი "მანდარინები" ეკრანებზე 2013 წლის მაისში გამოვა.