გორის დედათა და ბავშვთა საავადმყოფო "იავნანა მედში" 10 თვის ჩვილი დაიღუპა. ბავშვი კლინიკაში სოფელ ქერედან მაღალი სიცხით გადაიყვანეს.
როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ბავშვს მიყვანისთანავე ექიმებმა ინექცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ჩვილი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
10 თვის დავით გოგინაშვილი გუშინ საღამოსვე გორის სამხედრო ჰოსპიტალის პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ბავშვის ოჯახის წევრები ექიმებს უნდობლობას უცხადებენ და დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვენ.