ხვალ, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, რუსთავის №16 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოეწყობა ფოტოგამოფენა „საგანძურის" პრეზენტაცია.
სრულიად უპრეცედენტო ღონისძიება არის ნაწილი „საგანძურის" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის პროექტისა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნეული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარეობს 2012 წლის 28 სექტემბრიდან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
პროექტის ფარგლებში ფოტოგამოფენამ უკვე იმოგზაურა მცხეთაში, სტეფანწმინდაში, სიღნაღში, თელავში, წინანდალში, ყვარელსა და გურჯაანში. ექსპოზიციის მოწყობის პარალელურად ყველა დამთვალიერებლისათვის მოეწყო შემეცნებითი პროგრამა: მიმოხილვითი ექსკურსიები, თემატური შეხვედრები, ადგილობრივი სკოლებიდან გაიმართა მოსწავლეთა ორგანიზებული ჯგუფების მიღება.
ამჯერად „საგანძური" და მისი თანმდევი შემეცნებითი პროგრამა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის გაიმართება. ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი ექსპოზიციის დათვალიერება და მიმოხილვით ექსკურსიაზე დასწრება. დაწესებულებაში მყოფ ყველა ადამიანს საჩუქრად გადაეცემა პროექტის შემეცნებითი ნაწილის ბეჭდვითი მასალები.
ფოტოგამოფენა „საგანძური"შეიქმნა 2008 წელს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მისი უწმინდესობის აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში - საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის დაფინანსებით.
ფოტოგამოფენა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული ქართული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების ოროგინალების ზომებში შესრულებულ 40-მდე მაღალმხატვრულ ფოტო-ვერსიას აერთიანებს და წარმოადგეს ორიგინალურ საშუალებას უძველესი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და პოპულარიზაციისათვის.
„საგანძურის" დევიზია პატრიარქის მოწოდება - „ ვიცოდეთ, რისი პატრონები ვართ! „ - და ამ მიზნით ხორციელდება ყველა საჭირო ღონისძება, რათა ყველას მოეფინოს ქართული სიწმინდეების უდიდესი მადლი და ხელი შევუწყოთ იმ საჭირო და საპატიო მისიების შესასრულებას რისთვისაც ეს
პროექტია მოწოდებული: ჩართოს ახალგაზრდობა ქართული მართლმადიდებლობისა და საქართველოს ისტორიის შესწავლასა და კვლევაში, წვილილი შეიტანოს მომავალი თაობების აღზრდაში, ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას ქართული მართლმადიდებლური, ჰუმანური და ტოლერანტული - ტრადიციული ეროვნული ღირებეულებების დაცვით.