ხვალ,  17 დეკემბერს,  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს მიმდინარე წლის ნოემბერიში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში". პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.  კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 11:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი" 
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).