ხვალ, 17 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სინოპტიკოსმა თამარ პაპაშვილმა განაცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში  მოსალოდნელია ყინვა  -10 გრადუსამდე, ხოლო თბილისში  -5 გრადუსამდე. 
,,ხვალ, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღის განმავლობაში ტემპერატურა  სავარაუდოდ, +10 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეხება, ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება თოვლი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში ბარში მოსალოდნელია ღამით ყინვა -10 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -5 გრადუსამდე", _ განაცხადა თამარ პაპაშვილმა და აღნიშნა, რომ მოდევნო დღეებში  აღმოსავლეთ საქართველოში თოვლს წვიმა შეცვლის, ტემპერატურა უფრო მოიმატებს და 19 დეკემბრიდან ამინი უფრო გაუმჯობსდება. თუმცა როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თამრ პაპაშვილმა განაცხადა, 19 დეკემბრიდან, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ყინვა კვლავ შენარჩუნდება.