შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე 2 განყოფილების თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ოთარ ნ. დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დავით ფანცულაია მეგობართან ერთად ,საარბრიუკენის მოედანზე # 2 ში მდებარე რესტორან „ ტიფლისში" საქეიფოდ იმყოფებოდა, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ გვერდით მაგიდასთან მსხდომ პირებთან. სიტყვიერი შელაპარაკება რესტორნის გარეთ გადაიზარდა ჩხუბში რა დროსაც ოთარ ნ - მ დანის გამოყენებით ზურგის არეში დაზიანება მიაყენა ზურაბ პაპიაშვილს და გულმკერდის არეში დაჭრა თავისივე მეგობარი დავით ფანცულაია.
ოთარ ნ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დანაშაულის იარაღი - დანა მდინარე მტკვარში გადააგდო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმეს ძველი თბილისის სამმართველოს მე 2 განყოფილება იძიებს.