აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სენატორი ჯონ კერი გახდება. მედიის მიერ გავრცელებუილ ინფორმაციას თეთრი სახლი ამ დრომდე არ ადასტურებს. თუმცა ამერიკული მედია საკუთარ წყაროდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს ასახელებს.
ჯონ ფორბს კერი 1943 წლის 11 დეკმებერს კოლორადოში დაიბადა. იგი დემოკრატიული პარტიის წევრია. 1985 წლისან ჯონ კერი მასაჩუსეტსის შტატის უმცროსი, ხოლო 2009 წლიდან უფროსი სენატორია. ჯონ კერი ხელმძღვანელობს სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტს.
ფორბსის ოჯახის წარმომადგენელმა პრივილეგირებული განათლება მიიღო. საშუალო განათლება მან შვეიცარიაში Institut Montana Zugerberg-ის კერძო სკოლაში მიიღო. შემდეგ დაამთავრა იელის უნივერსიტეტი, სადაც პოლიტიკით დაინტერესდა. მონაწილეობდა პრეზიდენტ ჯონ კენედის წინასაარჩევნო კამპანიაში. არის ვიეტნამის ომის მონაწილე (1966-1970), სადაც სამჯერ დაიჭრა. 1972 წელს კენჭი იყარა სენატრორიოს პოსტზე და დამარცხდა. შემდგომ დაამთავრა იურიდიული სკოლა. მუშაობდა საოლქო პროკუროსის ოფისში, კერძო იურიდიულ ფიორმაში. 1982 წელს აირჩეულ იქნა მასაჩუსეთსის შტატის გუბერნატორის მაიკლ დუკაკისის მოადგილედ. 1985 წელს კი არჩეულ იქნა სენატში.
2004 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან. არჩევნებში ჯორჯ ბუშ უმცროსთან დამარცხდა (ამომრჩევლეთა 35 ხმა დააკლდა). ედვარდ კენედის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წელს იგი გახდა უფროსი სენატორი მასაჩუსეტსის შტატიდან.
შგახსნებთ, რომ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, სუზან რაისმა, უარი განაცხადა მისი კანდიდატურის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე განხილვაზე.
ბარაკ ობამასთვის გაგზავნილ წერილში რაისმა აღნიშნა, რომ მისმა წარდგენამ აღნიშნულ პოსტზე, შესაძლოა, გამოიწვიოს ცალკეული სიძნელეები და უთანხმოება.
რაისი რესპუბლიკელებმა მკაცრად გააკრიტიკეს მისი კომენტარის გამო, რომელიც დიპლომატმა ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ გააკეთა.
დიპლომატმა მაშინ აღნიშნა, რომ ეს იყო ლიბიელების სტიქიური რეაქცია აშშ-ში გადაღებულ ფილმზე "მუსულმანთა უმანკოება".
რესპუბლიკელებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ობამას ადამინისტრაცია ცდილობს ლიბიაში მიმდინარე მოვლენები პოზიტიურად წარმოაჩინოს, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ აშშ-ის დიპლომატიურ უწყებას დამატებითი ძალები არ იცავდნენ.