ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. განცხადება ლიბერმანმა თავად გააკეთა და მიზეზად "ფულის გათეთრების" საქმეზე დაწყებული ის გამოძიება დაასახელა, რომელშიც მისი გვარიც ფიგურირებს.
"მართალია არაფერი ჩამიდენია, გადავწყვიტე გადავდგე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე", - აღნიშნა ავიგდორ ლიბერმანმა.
ფინანსური სკანდალი 10 წლის წინანდელ საქმეს უკავშირდება. ისრაელში 5 კვირაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.