14 დეკემბერს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, კ. ჩალაძის ქუჩაზე, 1970 წელს დაბადებული, ქურდობისათვის ძებნილი გაგა ა. დააკავეს.
სამართალდამცავების მიერ გაგა ა. 2012 წლის 5 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორდუში, ოქროულობის მაღაზიიდან, დაახლოებით 6 კილოგრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქურდობისათვის იძებნებოდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.