საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა რეგულარულ რეჟიმში წარიმართება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ჩვენ ვაღიარეთ, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩიხში შევიდა და ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. ჩვენ ასევე ვაღიარეთ ის, რომ ჩვენი მოლაპარაკება შეუძლებელია რაღაც საკითხებში. ამიტომაც დასაწყისისათვის, ჩვენ ავირჩიუეთ ისეთი სასაუბრო თემები, როგორიც არის სავაჭრო ურთიერთობები, ჰუმანიტარულ-კულტურული კავშირები და რეჯულარული ავიამიმოსვლის აღდგენა. ჩვენ მოვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ დიალოგის ასეთი ფორმატი ჩვენს შორის რეგულარული იქნება", _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა დ რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები 2008 წლს შემდეგ არ გამართულა.