საზარელი ტრაგედია დატრიალდა აშშ-ის შტატ კონექტიკუტში. ქალაქ ნიუთაუნის სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ ჯერ საკუთარი დედა მოკლა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთ სკოლაში შეიჭრა და 27 ადამიანი მოკლა. მოკლულთა შორის 20 ბავშვია. მკვდარია თავად ადამ ლანცაც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელი, სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული და ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.
მომხდარის გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს მსოფლიოს ლიდერებმა. განცხადება გააკეთა თავად ბარაკ ობამამაც. ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებენ გაეროს გენმდივანი, ევროკავშირის ლიდერები და სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურები.