საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციას პრემიერისთვის თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ აბსურდულს უწოდებს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული ფაქტი სიმართეს არ შეესაბამება.
"ეს არის ტყუილი. დანარჩენი დეტალებისთვის მიმართეთ ჩვენს პრესსამსახურს", _ განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო ბიძინა ივანიშვილისთვის თვითმფრინავის შეძენას გეგმავს.