შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოში ვიზიტს აჯამებს, _ აღნიშნული განცხადება მის "ფეისბუკის" გვერდზე ვრცელდება.
"თბილისში ინტენსიური მსჯელობა გვქონდა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძესთან და პარლამეტის თავმჯდომარესთან. ამასთანავე, ჩვენ შევხვდით ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს.
ახალი მთავრობა უკვე თვენახევარზე მეტია მუშაობს. ამ მცირე დროის განმავლობაში დომინირება დაიწყო და იმ ხალხის დაპატიმრებას ახორციელებს, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან ახლოს იყვნენ. ამან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გაზარდა.
ჩვენი გზავნილი ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველომ გაგრძელოს დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკური კურსი.
ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ ვილნიუსში. მომავალი წლისთვის დასრულდება ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები და უვიზო მიმოსვლა.
ეს მიზნები ამბიციურია, თუმცა არა შეუძლებელი. ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე და მის განვითარებაზე.
მე აღვნიშნე უკრაინის გამოცდილება, სადაც შერჩევითმა და პოლიტიკურად მოტივირებულმა საქმეებმა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსსა და ბიზნესგარემოზე ნეგატიურად იმოქმედა", _ წერს კარლ ბილდტი.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს მთავრობის, ,,ნაციონალური მოძრაობისა" და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.