მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მილიციის ყოფილი პოლკოვნიკს დიმიტრი პავლიუჩენკოვს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზების ხელისშეწყობისა და მკვლელობისათვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდების თანახმად, პავლიუჩენკო შედიოდა იმ ჯგუფში, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა. მკვლელობის ორგანიზატორი ლომ-ალი გაიდუკაევი იყო. პავლიუჩენკოვის მოვალეობებში შედიოდა პოლიტკოვსკაიას ადგილმდებარეობის დადგენა, მისი დღის განრიგის შესწავლა და მასზე თვალთვალი.
მანვე შეიძინა საბრძოლოდ გადაკეთებული გაზის პისტოლეტი, რომელიც მოგვიანებით გაუდუკაევსა და სერგეი ხაჯიყურბანოვს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებული მილიციის ყოფილი პოლკოვნიკი დიმიტრი პავლიუჩენკოვი სასამართლოს სხდომაზე, ბოლო სიტყვით გამოსვლის წინ ცუდად გახდა. სასამართლოს დაწყებამდე პავლიუჩენკოვს ნემსი გაუკეთეს თუმცა მან მისი მდგომარეობა ვერ გამოასწორა.
მკვლელობაში ბრალდებულისათვის პროკურატურა 12 წლით თავისუფლების აღკვეთას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ანა პოლიტკოვსკაია 2006 წელის 7 ოქტომბერს მოსკოვის ცენტრში საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მოკლულის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულისაგან კომპენსაციად 10 მილიონ რუსულ რუბლს ითხოვს.