შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა საქართველოს მოქალაქე, ანარ უნოლჩიევი დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით.