პალესტინა, რომელმაც მცირე ხნის წინ გაეროსგან სახელმწიფოებრიობის აღიარებას მიაღწია, ახლო მომავალში საკუთარი კონსტიტუციის მიღებას გეგმავს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიად ალ-მალიქიმ აცნობა.
მინისტრის თქმით, ძირითადი კანონის პროექტზე მუშაობის დაჩქარება, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა მოითხოვა. კონსტუტუციის სწრაფად მიღება ახლა აუცილებელია, რადგან პალესტინა სახელმწიფო გახდა, ხოლო საკუთარი ძირითადი კანონი ჯერ კიდევ არ აქვს - აცხადებს მალიქი.
როგორც ცნობილია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა პალესტინის ავტონომიის სტატუსის გაზრდას დამკვრვებელი სახელმწიფო დონემდე. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პალესტინის ავტონომიისთვის სტატუსის გაზრდას მხარი 138 - მა სახელმწიფომ დაუჭირა, 41 - მა სახელმწიფომ თავი შეიკავა, წინააღმდეგ ხმა მისცა 9 სახელმწიფომ. ამით პალესტინას შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიიღოს გაეროში საკითხების განხილვაში და გაეწვრიანდეს ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.