ლაგოდეხის რაიონში, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია და ის 34 წლის გაგა გველესიანია.
არსებული ინფორმაციით, გაგა გველესიანი მეგობრებთან ერთად ლაგოდეხში სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და 35 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური და სასაზღვრო პოლიცია დაკარგულს 10 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა . მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.