აშშ-ში ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ეჯუოტერში შრტიხ-კოდის ერთ-ერთი გამომგონებელი ნორმან ვუდლანდი გარდაიცვალა.
მეცნიერის ქალიშვილის სუზან ვუდლანდის განცხადებით, ნორმან ვუდლანდი 92 წლის ასაკში გადაიცვალა, მას ალცჰეიმერის დაავადება სჭირდა.
მეცნიერმა თავის კოლეგასთან ბერნარდ სილვერთან ერთად შტრიხ-კოდი 1952 წელს დააპატენტა. სილვერი 49 წლის წინ გარდაიცვალა.
ყოველდღიურად მსოფლიოში შტრიხ-კოდის საშუალებით 5 მილიარდი სხვადსხვა პროდუქტის სკანირება ხდება.
მასალის გამოყენების პირობები