დღეს თბილისის საქალაქო საამართლომ უფლებადამცველთა გაერთიანების სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც თბილისის საქალაქო სასაამრთლოს თავჯდომარის მამია ფხაკაძის მიერ 7 სასამართლო მანდატურების უკანონო განთავისუფლებას ეხება.
პროცესმა საათნახევარს გასტანა და მას აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სასამართლო მოსამართლის მიერ მხარეთათვის კითხვების დასმის ეტაპზე შეწყდა და შემდეგი სხდომა 2013 წლის 10 იანვარს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მანდატურები სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც სასამართლოში მიმდინარე უკანონობაზე პროტესტი გამოთქვეს და დაწერეს განცხადება, რომელშიც მითითებული იყო, რომ მათ მიმართეს გაფიცვის ფორმას და სამსახურს დროებით ტოვებდნენ.
,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' სასამართლოში მანდატურების სამსახურში აღდგენასა და სახელფასო დავალიანების დაფარვის ითხოვს.