თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლუბა კოზმავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში იმყოფება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა საკითხზე მიმდინარეობს მერიის ადმინისტრაციის უფროსის დაკითხვა. აღსანიშნავია, რომ ლუბას ორი კვირის ახალშობილი ჰყავს და ის მეძუძური დედაა.