აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მინისტრთა კაბინეტთან, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად აჭარის 2013 წლის ბიუჯეტის ბოლო პარამეტრები განიხილა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებული ვარიანტი მთავრობამ აჭარის უმაღლეს საბჭოს 15 დეკემბერს უნდა გადაუგზავნოს. პროექტის თანახმად აჭარის რესბუბლიკის ბიუჯეტი 127 მილიონ 500 ათასი ლარია.
შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო სოციალურ სახლებში ეკომიგრანტების შესახლების პროცესს. საკითხის შესასწავლად შექმნილმა კომისიამ უკვე შეისწავლა შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 ეკომიგრანტის მდგომარეობა, რომლებიც ამ სოციალურ სახლებში უნდა შესახლდნენ. მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ეს პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის გამგებლებმა და მთავრობის ხელმძღვანელებმა შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაზე და დიდთოვლობის დროს მოსალოდნელ პრობლემებზეც ისაუბრეს.