"უახლოესი წლები გარდამტეხი იქნება რუსეთისა და მთელი მსოფლიოსათვის, ჩვენ გლობალური ცვლილებების და, შესაძლოა, რყევების ეპოქაში შევდივართ", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც დღეს ფედერალურ საკრებულოს სიტყვით მიმართავს.
"ამასთან, მინდა ყველამ მკაფიოდ გაიგოს, რომ უახლოესი წლები გადამწყვეტი იქნება და შესაძლოა გარდამტეხიც, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, რომელიც ახლა კარდინალური ცვლილებების და შესაძლოა რყვების ეპოქაში შედის", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, გლობალური განვითარება სულ უფრო და უფრო არათანმიმდევრული ხდება.
"მწიფდება ნიადაგი ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და ეთნიკური ხასიათის ახალი კონფლიქტებისათვის. მწვავდება კონკურენცია რესურსებისათვის, თან მინდა დაგარწმუნოთ, პატივცემულო კოლეგებო, არა მხოლოდ ლითონისათვის, გაზის ან ნავთობისათვის, არამედ ადამიანური რესურსისათვის, ინტელექტისათვის", _ განაცხადა პუტინმა.