მესამე დღეა ,,ქართული პარტიის" წევრები შიმშილობენ და ეკა ბესელიას კომიტეტს სამართლიანობის აღდგენას სთხოვენ. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ,,მატროსოვის" ციხის 30-მა პატიმარმა ხელმოწერები შეაგროვა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას გადაეგზავნა.
"უკვე მესამე დღეა შიმშილობენ ,,ქართული პარტიის" წევრები ლევან ტერაშვილი, კახა ტერაშვილი და დავით შიუკაშვილი, რომლებიც ე.წ. ,,ზილების რევოლუციის" საქმეზე, აბსურდული ბრალდებებით, ,,მატროსოვის" ციხეში ერთი წელია სასჯელს იხდიან. ისინი პოლიტპატიმართა სიიდან, გაურკვეველი მიზეზით, მათი გვარებისამოღებას აპროტესტებენ. დაკავებულთა პროტესტს ციხის სხვა მსჯავრდებულებიც უერთდებიან. სოლიდარობის ნიშნად, ,,მატროსოვის" ციხის 30-მა პატიმარმა ხელმოწერები შეაგროვა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას გადაეგზავნა. ,,ქართული პარტიის" წევრები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და ბესელიას კომიტეტს სამართლიანობის აღდგენას სთხოვენ", - ნათქვამია "ქართული პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.