,,შესაძლოა დავით საყვარელიძე საგამოძიებო დეპარტამენტში იძულებით მიიყვანონ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან არჩილ კბილაშვილმა ,,თბილისი მარიოტში", სადაც თემაზე ,,თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ეფექტური პოლიცია და პროკურატურა" მრგვალი მაგიდა იმართება.
კბილაშვილის განაცხადებით, დავით საყვარელიძემ კანონის თანახმად ჩვენება უნდა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფილი პროკურორი კანონს დაარღვევს.
,, კანონი ადგენს, რომ მოწმე შეიძლება მიყვანილი იყოს იძულებით, თუმცა პარლამენტის წევრზე ეს არ ვრცელდება. ასე, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია, მიმართოს პარლამენტს შესაბამისი ნებართვის გაცემის შესახებ", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პროკურორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით დაკითხვაზე 12:00 საათზეა დაბარებული, თუმცა საყვარელიძე დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.