ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი დაიხურა. პროცესს ჟურნალისტები, ბრალდებულების ახლობლები და ნათესავები პროცესს ვეღარ დაესწრებიან
გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე გიორგი დავითაშვილი იკითხებოდა. მისი დაკითხვის პროცესში პირველი მოწმისა და დავითაშვილის ჩვენებას შორის გამოვლენილ უზუსტობებს დარბაზის მსხდომების მხრიდან რამდენჯერმე ოვაციები მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვიტა, რომ სხდომა დაეხურა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს და 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი, ზვიჩა საბაშვილი.