შეხვედრის მთავარი თემა ლაფანყურის ინციდენტის გამოძიება იყო, ადგილობრივებმა ირაკლი ღარიბაშვილს მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიები გააცნეს.
შინაგან საქმეა მინისტრმა მოსახლეობას პირობა მისცა რომ აღნიშნული საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართება და მას პირადად გააკონტროლებს.
მოსახლეობასთან გასაუბრის შემდეგ მინისტრმა სოფლის მეჩეთი მოინახულა და იმამს საჩუქრდ ყურანი და ხალიჩა გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ეწვია სოფელში ღვთისშობლის სახელობის ეკლესიას.
მომავალი 2 კვირის განმავლობაში მინისტრი რეგიონების მონახულებას გააგრძელებს.