შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 200 პატიმარზე მეტს მისცა დადებითი რეკომენდაცია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის წევრმა ანდრო ალავიძემ განაცხადა შეწყალებულთა შორის პატიმარი ქალებიც მოხვდნენ.
თუმცა ალავიძემ მათი რაოდენობა ვერ დააკონკრეტა. Aალავიძის განცხადებით შეწყალებული პატიმრების ზუსტი რაოდენობა ცნობილი მას შემდეგ გახდება რაც სპეციალური აპარატი შეწყალებული პატიმრების რაოდენობას დაითვლის.
,,შეწყალება შეეხო ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავარდებულ პატიმრებს", - განაცხადა ალავიძემ და აღნიშნა შეწყალებული პატიმრები ციხეებს მომდევნო კვირას დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 500 პატიმრის საქმე განიხილა.