რუსეთის მხრიდან გარკვეულ რეაქციას ველოდით, _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, ომ რუსეთის მხრიდან ამგვარი განცხადების გაკეთება დადებითი მოვლენაა.
,,რუსეთის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება დადებითი ფაქტია, მაგრამ წინ გველის მეტად რთული, ხანგრძლივი პროცესი", _ განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით რუსეთის წარმომადგენელსა და ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.