,,ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის შემდგომ საპრეზიდენტო, თუ თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია კონკურენტის გარეშე დარჩება თუ არა", - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პრემიერის სურვილია კონკურენტების გარეშე იყოს და ერთპარტიული სისტემა დაამყაროს.
,,ბოლო სამი დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს თუ განვიხილავთ ისისნი ერთმანეთისგან ჰარმონიზებულია. ეს არის, პრაქტიკულად, შეტევის დაწყების სიგნალი ადგილობრივ თვითმმართველობებზე და ყველა იმ სახელისუფლებო შტოზე, რომელსაც მმართველი ძალა ვერ აკონტროლებს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებზე შეტევა არის ჩვეულებრივი მოვლენა. მან იქვე აღნიშნა, რომ ის მოუწოდებს თავის აქტივისტებს, ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა ბობოხიძემ და აღნიშნა, რომ პრემიერის მოვალეობა არა მოწოდებების გაკეთებაა მისი ვალდებულება არაკანონიერების აღმოფხვრაა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ,,ჩვენ გვყავს ოპონენტები ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც კონსტრუქციულ ოპონირებას ვერ ახერხებენ", _ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ,,თ ავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას და განაცხადა რომ სიტუაცია თუ ასე განვითარდა მომდენო საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას" სერიოზული კონკურეტი არ ეყოლება.