რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში რუსული მხარე საქართველოს პრემიერ- მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვედება. ადრე რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გამორიცხავენ ნებისმიერ კონტაქტებს საქართველოს პრეზიდენტთან მიხელი სააკაშვილთან, იტყობინება რია ნოვოსტი.
ლავროვის თქმით, რუსეთი საქართველოსთან კონტაქტების წინააღმდეგი არასდროს იყო და კომპრომისებიც მოძებნის მზადყოფნასაც გამოთქვამდა.
"მოსკოვი მზადაა აღდგეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში შეტანა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში ელექტროენერგია რუსული კომპანიის მონაწილეობით შედის", - განაცხადა ლავროვმა.
ვლადიმერ პუტიუნის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა სააგენტოს განუცხადა, რომ კონტაქტების შესაძლებლობა "ყველასათვის ცნობილია" ვისთანაც შეუძლებელია
"არავინ აპრიორში კონტაქტებს არ გამორიცხავს. ის, აპრიორი გამორიცხულია ცნობილია ვისთანაც. სხვა მოღვაწეებთან აპრიორები არ გამორიცხება. ამ ვითარებაში რუსეთი, როგორც არაერთხელ აღინიშნა, ელოდება მოვლენების სასიკეთოდ გავითარებას", - განაცხადა პესკოვმა.