უკრაინა დაინტერესებულია სუპერმარკეტების ქსელში ქართული ხილ-ბოსტნეული უფრო მეტი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზურ ფუტკარაძემ უკრაინის რესპუბლიკის სუპერმარკეტების ქსელის წარმომადგენლები უკვე მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართული ხილ-ბოსტნეულის პოპულარიზაცია უკრაინის სუპერმარკეტების ქსელში.
შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან როსტომ შერვაშიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ხილ-ბოსტნეულის შემფუთავი და შემნახველი საწარმო "ჯორჯიან ტროპიკი" დაათვალიერეს.
უკრაინულმა კომპანიამ "ჯორჯიან ტროპიკთან" ადგილორივი პროდუქციის გატანის შესახებ შეთანხემბას უკვე მიღწია. ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება ოფიციალურად ხვალ გაფორმდება.