იტალიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც ოქტომბრის ბოლოს აცხადებდა, რომ თავის კანდიდატურას 2013 წელს დაგეგმილ არჩევნებში არ დააყენებს თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.
"მე მარათონში ვარ იმიტომ, რომ სხვა ლიდერი არ არსებობს"_ განაცხადა ბერლუსკონიმ და 10 მარტი არჩევნების ჩატარებისათვის ხელსაყრელ თარიღად მიიჩნია.
ადრე ბერლუსკონის არაერთგზის განუცხადებია, რომ თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს და გზას ახალგაზრდა კოლეგებს უთმობს.