რუსეთის ფედერაცია სამხედრო ხარჯებს ზრდის იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს და არა იმიტომ რომ ვინმესთან ომს აპირებს. ეს განცხადება რუსეთის პრემიერ მინისტრმა კითხვაზე პასუხის გაცემისას გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო ხარჯების ზრდა, ხომ არ არის იმით განპირობებული, რომ ის ვინმესთან ომს აპირებს.
"ომს არავისთან არ ვაპირებთ, ჩვენ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ვართ", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ 2013 წლისათვის შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი 2,1 ტრილიონ რუბლს შეადგენს.