უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ის რუსეთის მარიონეტი არ არის.
"მე რუსეთის მარიონეტი არ ვარ და უკრაინის პრეზიდენტობის დროს რუსეთის ინტერესებით არ ვიხელმძღვანელებ", - განაცხადა იანუკოვიჩმა "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, რუსეთთან უკრაინის ურთიერთობის პრიორიტეტი ენერგომატარებლების მოწოდებაში სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება.
იანოკოვიჩის თქმით, უკრაინა "კარგ ურთიერთობას" შეინარჩუნებს ევროკავშირთანაც.
"რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის პრიორიტეტი ენერგომატარებლების მოწოდებაში სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება. ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან, ასევე ევროკავშირთან კარგ ურთიერთობაზე და ურთიერთთანამშრომლობაზე იქნება დაფუძვნებული", - დასძინა იანუკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცესკომ ხმების დათვლა უკვე დაასრულა. ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 48, 97 %-ით სწორედ "რეგიონების პარტიის" ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა.