აშშ-ის სენატმა "მაგნიტსკის აქტი" მიიღო, რომელიც რუსი ჩინოვნიკების მიმართ სავიზო სანქციებს ითვალისწინებს. ერთიანი პაკეტით გაუქმებულ იქნა ჯექსონ-ვენიკის შესწორებები, რომელიც ზღუდავდა ვაჭრობას აშშ-სა და რუსეთს შორის.
ერთიან პაკეტს მხარი 94-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა ოთხმა.
მაგნიტსკის აქტი სავიზო შეზღუდვების გარდა ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს იმ რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც როგორც ვაშინგტონში მიჩნევენ, კავშირში არიან საგამოძიებო იზოლატორში ფონდ Hermitage Capital-ის იურისტის დაღუპვაში.
"მაგნიტსკის სიაში" ფიგურირებენ გამომძიებლები, რომლებსაც სერგეი მაგნიტსკის საქმე მიჰყავდათ და უფრო მაღალი რანგის სამართალდამცველები, რომლებმაც მის პატიმრობაში ყოფნაზე გასცეს საქნცია.