გლდანში 4 000 კვ. მეტრ ფართობზე ახალი სავაჭრო ცენტრი „ფრესკო" აშენდა. შენობის პირველ სართულზე 80 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყო, ხოლო მეორე სართულზე სუპერმარკეტი განთავსდა. ახალი სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება და 25 000-ზე მეტი სახეობის მაღალი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებს. ადგილზე განთავსდა პურისა და ფუნთუშეულის საცხობი, კაფე და ტერიტორია უფასო ჭი-Fი ინტერნეტით აღიჭურვა. „ფრესკოში"ამჟამად 80 ადამიანი დასაქმდა. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა და მათ რეკომენდაცია გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გაუწია.
ახალი მრავალფუნქციური ცენტრი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ინვესტორთან ერთად გახსნა, დაათვალიერა და ობიექტში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.