71 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დღეს გამთენიისას თბილისში მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე იზა ორჯონიკიძე გარდაიცვალა.
იზა ორჯონიკიძე დაიბადა 1938 წლის 21 ნოემბერს თბილისში, 1946-1958 წლებში სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლაში. 1958 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.
იგი არის მრავალი პოეტური კრებულის და ორი პროზაული წიგნის ავტორი, რომლებშიც მისი ესეები, წერილები და ინტერვიუები შევიდა.
2009 წელს პოეტური კრებულისთვის `წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა` და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. არის ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იზა ორჯონიკიძე ფლობდა თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულს. ჰყავს ერთი ქალიშვილი, შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.