,,თენგიზ გუნავას საქმე მტკიცებულებებითაა გამყარებული", -განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შსს ყოფილი გენინსპექციის უფროსის თენგიზ გუნავას ხელმეორედ დაკავების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ყველა საქმეზე რომელზეც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს მტკიცებულებებითაა გამყარებული.
"გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გამყარებულია მტკიცებულებებით და მიმდინარეობს გამოძიება. Aასე, რომ მინდა დაგარწმუნოთ ყველა საქმე, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება და საზოგადოებას არც შეშფოთებისა და პანიკის საფუძველი არა აქვს" - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის განაცხადებით, რაც შეეხება თენგიზ გუნავს სარჩელს თითქოს მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს იუსტიციის მინისტრის განცხადებით საქმის შესწავლა მიმდინარეობს და გამოძიების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და მას თავდა თეა წულუკიანი და ირაკლი ღარიბაშვილი გააცნობენ საზოგადოებას.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა დააკავეს. დაკავების მიზეზი ამჯერად 3000 ლიტრი ბენზინის მითვისება გახდა. გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და 182-ე მუხლით წაუყენეს. გამოძიება 3000 ლიტრ ბენზინზე ხარჯთაღრიცხვას ითხოვს.შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი პირველად 15 ნოემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. მას ბრალად იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება და ასევე ნარკოტიული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ედება. თენგიზ გუნავა დანაშაულს უარყოფს. საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გუნავა მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები და იარაღი ჩაუდეს რის გამოც მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა.