დამსაქმებელს დაქირავებულის მოულოდნელად და უმიზეზოდ დათხოვნა აღარ შეეძლება, - შესაბამისი ცვლილება „შრომის კოდექსში" შედის, რომლის განხილვაც საპარლამენტო კომიტეტებმა უკვე დაიწყეს.
„შრომის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებელს ინიციატივით მოშლის შემთხვევაში, დამსაქმებული ვალდებული გახდება წინასწარ, წერილობითი ფორმით გააფრთხილოს დასაქმებული 30 დღით ადრე და გადაუხადოს არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურება.
ამავე დროს, დამსაქმებელს არ ექნება უფლება თანამშრომელი დაითხოვოს დეკრეტული შვებულების დროს. კოლექტიური ხელშეკრულების დადების, ან შეცვლის ინიცირებისას კი, მხარე ვალდებულია კოლექტიური მოლაპარაკებები აწარმოოს.
კანონპროექტის მიხედვით, დროებით შრომისუუნარობად მიიჩნევა შემთხვევა თუ, მისი საერთო ვადა 6 თვის განმავლობასი არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს.
ხანგრძლივი შრომიუუნარობად კი, მიიჩნევა შემთხვევა, თუ შრომისუუნარობის ვადა არ აღემატება 60 დღეს და ამასთანავე დასაქმებულს გამოყენებული აქვს კუთვნილი შვებულება.
ამავე დროს, თუ დავისას შეთანხმება არ შედგა 14 დღეში და თუ მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას, დავის ფაქტობრივი მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ხოლო მეორე მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, ან არბიტრაჟს.
კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია.