მექსიკაში, შტატ სინალოაში, ჯარისკაცებსა და ნარკოვაჭრების ბანდას შორის ატეხილი სროლის შედეგად, სილამაზის დედოფალი, მარია სუზან ფლორეს გომესი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს.
სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც დამნაშავეები არმიის პატრულის მანქანას თავს დაესხნენ. ჯარისკაცებმა თავდამსხმელების დევნა განახორციელეს და რამდენიმე საათში დაეწივნენ. ატეხილი სროლის შედეგად კი 20 წლის გომესი და მისი ბოიფრენდი, ასევე ერთი ჯარისკაცი და ერთი შემთხვევითი გამვლელი დაიღუპნენ.
სილამაზის კონკურსში გამარჯვებულის გვერდით ავტომატი იქნა ნაპოვნი. პოლიციის განცხადებით, ლამაზმანი ბანდას ახლდა თან, თუმცა თვითონაც მონაწილეობდა თუ არა სროლებში, პოლიციას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გომესი, სილამაზის კონკურსის გამაჯვებული მიმდინარე წლის თებერვალში გახდა. ასევე, მან, 2009 წელს, „წლის მოდელის" სტატუსი მოიპოვა და შემდეგ ჩინეთში, „მის ტურიზმის" კონკურსში მიიღო მონაწილეობა. არსებობდა ეჭვი, რომ ლამაზმანს მექსნიკელ ნარკომოვაჭრეებთან კავშირები ჰქონდა, თუმცა, პოლიცია საამისო მტკიცებულებების მოპოვებას ვერ ახერხებდა.
მასალის გამოყენების პირობები