ევროზონაში შემავალმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება საბერძნეთს 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების შესახებ.
ევროზინის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა და ევროპის ცენტრალული ბანკის მესვეურებმა შესაბამისი შეთანხმება რთული კონსულტაციების შემდეგ შეძლეს. ათენი შემდგომ ტრანშს უკვე 13 დეკემბერს მიიღებს.
პარალელურად მიღებული იქნა გადაწყვეტილება საბერძნეთის სახელმწიფო ვალის შემცირების შესახებ.
ექსპერტები მიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ევროპის ბანკების სტაბილურობას და შესაბამისად სტაბილური გახდება თავად საბერძნეთის ბანკების მდგომარეობას.