დღეს, 27 ნოემბერს, ფრანგი და შვეიცარიელი ექსპერტები პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ყოფილი ლიდერის, იასირ არაფატის ექსჰუმაციას განახორციელებენ. განცხადება ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის კომისიის ხელმძღვანელმა ტაუფიკ ტირავიმ გააკეთა.
"27 რიცხვში მისი საფლავის გახსნა მოხდება. მედიის წარმომადგენლები ამ პროცესს არ დაესწრებიან",_ განაცხადა მან.
ექსჰუმაციის პროცედურას რუსი სპეციალისტებიც დააკვირდებიან. ამის შემდეგომ ისინი ფრანგ და შეიცარიელ ექსპერტებთან ერთად არაფტის ნარჩენების ექსპერტიზას ჩაატარებენ რათა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დაადგინონ.