ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას გარეუბანში სამკერვალო ფაბრიკა დაიწვა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 121 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
თვითმხილველთა განცხადებით, ხანძარი ფაბრიკის პირველ სართულზე გაჩნდა და ძალიან სწრაფად მოედო მთელს ფაბრიკას. ფაბრიკაში დასაქმებული ადამიანები იძულებულნი გახდნენ ხანძრისგან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრებიდან გადმომხტარიყვნენ. სამართალდამცავების განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა სწორედ მაღალი სიმაღლიდან გადმოხტომის შედეგად დაიღუპა.
მეხანძრეებს ხანძრის ბოლომდე ჩასაქრობად ხუთი საათი დასჭირდათ.