ეგვიპტეში პრეზიდენტ მუჰამედ მუსრის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს 15 წლის მოზარდი დაიღუპა.
მოძრაობა "ძმები მუსულმანების" წარმომადგენელთა განცხადებით, დაღუპული მათი წევრი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ დამანხურში სადაც "ძმები მუსულმანების" შტაბბინა მდებარეობს, სხეულის დაზიანება მიიღო 60-ზე მეტმა ადამიანმა.
მუსრის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ შტაბბინა შტურმით აეღოთ. დაპირისპირების მიზეზი გახდა პრეზიდენტის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, იკრძალება მის მიერ გაცემული განკარგულებების გაპროტესტება.
უფლებეთადამცველები ამ აქტის გამოცემას დიქტატურის დაწყებად აფასებენ.