ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი პოლიტიკიდან მიდის, განცხადება ამის შესახებ მან დღეს პირადად გააკეთა.
"ჯარში 53 წლიანი სამსახურისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფნის შემდეგ, მოვიდა ჟამი, რომ დრო ოჯახს დავუთმო", _ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ წასვლას კიდევ უფრო ადრე აპირებდა.
"ადრე მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ღაზასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ ჩემი გეგმები შეცვალა",_ განაცხადა მინისტრმა.
ბარაკმა, რომელიც პარტია "აცმაუტს" ხელმძღვანელობს, ასევე განაცხადა, რომ მომავალი მოწვევის ქნესეთში ყოფნისათვის კენჭისყრას არ აპირებს. არჩევნები ისრაელში 22 იანვარს ჩატარდება.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შემდეგი მთავრობის ფორმირებამდე დარჩება.