ამერიკის შეერთებული შტატები, "ცივი ომის" პერიოდში, მთვარეზე ბირთვულ აფეთქებას საბჭოთა კავშირის დასაშინებლად გეგმავდა - ამის შესახებ ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს.
"ნასას" გასაიდუმლოებული პროექტის, უწყინარი სახელწოდებით "მთვარეზე საკვლევი გაფრენების შესაძლებლობების შესწავლა" და "პროექტი "ა119"-ის გახორციელება 1959 წლისათვის იგეგმებოდა. რაკეტას, მცირე ბირთვული მოწყობილობით, სტატრი უნდა აეღო დაუსახელებლი ადგილიდან და მთვარეზე მიეღწია. აპარატის დედამიწის თანამგზავრთან მიღწევის შემდეგ კი აფეთქებას განახორციელებდნენ.
პროექტის ავტორებს, თავდაპირველად, თავისი მიზნების განსახორციელებლად, სურდათ გამოეყენებინათ წყალბადის ბომბდი, თუმცა, იძულებულნი გახდნენ მასზე უარი წონის გამო ეთქვათ, რაკეტას გაშვება ასეთი ტვირთით ვერ მოახერხა. საბჭოთა კავშირის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ, ეს აზრი კიდევ უფრო განმტკიცდა. თუმცა, საბოლოოდ, პენტაგონმა ამ პროექტზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ თუ მოხდებოდა რამე გაუთვალისწინებელი, კაცობრიობა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. ამას გარდა, მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მთვარე შესაძლოა რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულიყო.
"ნასას" საიდუმლო გეგმების შესახებ, ასტრონომმა კარლ დაგანმა ჯერ კიდევ 2000 წელს ისაუბრა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებს მიმართეს, თუმცა უწყებამ მაშინ კომენტარი არ გააკეთა.