კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კორუფციის ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოსო თოფურიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
"ქრთამის აღღების ფაქტზე დაკავებულია საქარტველოს გარემოს დაცვისა და ბინებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის ე.წ. გდი-ს ბათუმის სამსახურის უფროსი რამაზ მიქელაძე და ამავე სამსახურის თანამშრომელი ბესიკ ხოზრევანიძე, რომლებიც მეწარმეს შავი ზღვის აკვატორიაში აძლევდნენ თევზის უკანონოდ მოპოვების უფლებას და უწევდნენ მას სამსახურეობრივ მფარველობას. რის სანაცვლოდაც, ისინი მათთან შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში ისინი დაკავებულნი არიან ორი ათასი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე, საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი", _ განაცხადა სოსო თოფურიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.